რევაზ მიქაბერიძე

BMB LEGAL

რევაზ მიქაბერიძე

დამფუძნებელი პარტნიორი, სამართლის ექსპერტი

MOB: +995 595 53 53 71
mikaberidze.r@bmb.ge
რევაზს აქვს იურისტად მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება კორპორაციულ და სახელშეკრულებო სამართალში, გადახდისუუნარობის სამართალსა და შრომის სამართალში, უძრავი ქონების სამართალსა და უძრავი ქონების პრივატიზების სფეროებში. მისი პრაქტიკული გამოცდილება მოიცავს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საპროცესო სამართალს, წარმომადგენლობას სასამართლოში, ზოგად ადმინისტრაციულ სამართალსა და ინტელექტუალური საკუთრების სამართალს; მას აქვს მონაწილეობა მიღებული კანონპროექტებისა და ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში.
აქვს საქართველოს რამდენიმე უმსხვილეს კომპანიაში იურისტად მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. იგი წარსულში მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაციების იურისტად, აგრეთვე ადმინისტრაციულ ორგანოებში - სამართლის სპეციალისტად; არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი - ადვოკატი საერთო სპეციალიზაციით.
სამართალმცოდნეობის სპეციალობას დაეუფლა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ფლობს მაგისტრის ხარისხს. მას ჩაბარებული აქვს არაერთი სასწავლო კურსი და სასერთიფიკატო გამოცდა სამოქალაქო და შრომის სამართლის მიმართულებით. აქვს კვალიფიკაცია ამაღლებული საგადასახადო სამართალში. გავლილი აქვს რამდენიმე კომპლექსური სასწავლო კურსი სსიპ სამოსამართლეო სწავლების ცენტრსა და სსიპ იუსტიციის უმაღლეს სკოლაში.
აქვს გამოქვეყნებული რამდენიმე სამეცნიერო სტატია სახელშეკრულებო სამართლის და უძრავი ქონების სამართლის ცალკეულ საკითხებზე ისეთ ავტორიტეტულ სამეცნიერო გამოცემებში, როგორიცაა ,,მართლმსაჯულება და კანონი“, ,,ინტელექტუალი“, „ახალგაზრდა ადვოკატები“.
ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.