ნათია ბაღბაია

BMB LEGAL

ნათია ბაღბაია

დამფუძნებელი პარტნიორი, სამართლის ექსპერტი

MOB: +995 599 73 01 77
baghbaia.n@bmb.ge
ნათიას პრაქტიკული საქმიანობა მოიცავს წარმომადგენლობას სასამართლოში სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის განხრით, აქვს კერძო კომპანიებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სახელშეკრულებო სამართალი, კორპორაციული სამართალი, საერთაშორისო ბიზნეს გარიგებები, ბიზნეს დავები, კომპანიის გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, მშენებლობასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული რთული სასამართლო დავები, ინტელექტუალური საკუთრება.

მუშაობდა იურისტად კერძო კომპანიებში, არბიტრაჟში, არასამთავრობო ორგანიზაციაში და საჯარო დაწესებულებაში. 2010 წლიდან არის ადვოკატთა ასოციაციის წევრი - ადვოკატი საერთო სპეციალიზაციით.

იურისპრუდენციას დაეუფლა ქ. მოსკოვში მოსკოვის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში საერთაშორისო სამართლის სპეციალიზაციით. ფლობს მაგისტრის ხარისხს.

გავლილი აქვს სსიპ იუსტიციის უმაღლესი სკოლაში მოსამართლის თანაშემწის კურსი და ფლობს აღნიშნულის დამადასტურებელ სერთიფიკატს.

აგრეთვე გავლილი აქვს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდისათვის მოსამზადებელი კურსი სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით და კვალიფიკაციის ასამაღლებელი სხვადასხვა კურსები. თავისუფლად ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.