საბაზრო ურთიერთობების განვითარების კვალდაკვალ კანონმდებლობაში განხორცილებული ცვლილებები მოითხოვს დროულ და ოპერატიულ რეაგირებას ნებისმიერი საკითხის სამართლებრივი კუთხით შეფასებისა და გადაჭრის დროს. იმისათვის რომ, სხვადასხვა სფეროში მინიმალური რისკებით ან უსაფრთხოდ განახორციელოთ თქვენი მიზნები, კომპანია BMB Legal გთავაზობთ მომსახურებას ნებისმიერი საკითხის სამართლებრივი რისკების წინასწარ დადგენასთან, მათ შეფასებასთან და დასკვნის მომზადებასთან დაკავშირებით. ჩვენი მომსახურება მოიცავს მოქმედი კანონმდებლობისა და სხვა ნორმატიული აქტების მონიტორინგს, სხვადასხვა ორგანიზაციებისა თუ ფიზიკური პირების საქმიანობის სამართლებრივი საკითხების შესწავლას, დოკუმენტების სამართლებრივ ექსპერტიზას, სხვადასხვა სახის გადაწყვეტილებების მიღებამდე ან/და გარიგებების დადებამდე კომპლექსური იურიდიული ანალიზის გატარებას, შეფასებას და შეფასების შედეგების გათვალისწინებით გარიგებების პერსპექტიულობის პროგნოზირებას. ჩვენი კომპანიის იურისტების მიერ იურიდიული რისკების კვალიფიციური და დროული შეფასება, თქვენი ფინანსური, ქონებრივი და რეპუტაციული ზიანის მინიმიზაციის გარანტიაა.
თანამედროვე საზოგადოებაში ადამიანის ნებისმიერი უფლება და თავისუფლება დაკარგავდა შინაარსს და მნიშვნელობას, რომ არ არსებობდეს მათი დაცვის გარანტორი მართლმსაჯულების სისტემა. სასამართლოსადმი მიმართვის უფლება არის ე.წ. ინსტრუმენტალური უფლება, რომელიც გარანტირებულია არამხოლოდ საქართველოს უმაღლესი კანონით - კონსტიტუციით, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით. BMB Legal-ი გთავაზობთ კვალიფიციურ წარმომადგენლობას სასამართლოსა და არბიტრაჟში, თქვენი უფლებების და კანონიერი ინტერესების დაცვას არამხოლოდ ქართულ სასამართლოს პრაქტიკაზე, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტებზე (გადაწყვეტილებებზე) დაყრდნობით. ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს აქვს სასამართლოებთან ურთიერთობის მრავალწლიანი გამოცდილება, რაც უზრუნველყოფს თქვენი ინტერესების მაქსიმალურად მაღალკვალიფიციურ პროცესუალურ წარმომადგენლობას და დაცვას.
იურიდიული პირის გამართულად ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანია არამხოლოდ ბიზნეს-საქმიანობის კვალიფიციურად წარმართვა, არამედ პარტნიორებს შორის კორპორატიული ურთიერთობების კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით განხორციელება. BMB Legal-ი გთავაზობთ პარტნიორთა გადაწყვეტილებების, ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების ბრძანებების, დირექტორებთან სასამსახურო (შრომის) ხელშეკრულებების, შინაგანაწესების და სხვა კორპორატიული მნიშვნელობის დოკუმენტების დამუშავებას და შედგენას, ასევე - მათ სანოტარო დამოწმებასა და სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირებას.
საქართველოს ხელსაყრელი მდებარეობა, ბიზნესის კეთების სიმარტივე, თავისუფალი ინდუსტრიული ზონების არსებობა, ცალკეული სახეობის იურიდიულ პირთათვის საგადასახადო შეღავათების არსებობა (მაგალითად: ვირტუალური ზონის პირებისთვის და ა.შ.) მნიშვნელოვნად ზრდის ქვეყნის საინვესტიციო გარემოს და მის პოტენციალს. აღნიშნულის გამო კომპანიის რეგისტრაცია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი იურიდიული მომსახურებაა. BMB Legal-ი გთავაზობთ კლიენტის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით, უმოკლეს დროში, ნებისმიერი ტიპის საწარმოს სადამფუძნებლო დოკუმენტების მომზადებას მაღალკვალიფიციურად და კომპანიის სახელმწიფო რეგისტრაციას.
იურიდიული პირების გადახდისუუნარობა (გაკოტრება) ყოველთვის არის კომპანიის მძიმე ეკონომიკური პრობლემების შედეგი. ნებისმიერი კომპანია შეიძლება აღმოჩნდეს ისეთ მდგომარეობაში, როდესაც ის ვერ უმკლავდება ფინანსურ პრობლემებს და კრიზისული სიტუაციიდან გამოსვლის თითქმის ერთადერთ შესაძლო გზას წარმოადგენს გადახდისუუნარობის (გაკოტრების) წარმოების დაწყება. გადახდისუუნარობა თავის მხრივ უკავშირდება იურიდიულად რთული კომპლექსური ღონისძიებების გატარებას. ამიტომ ამ პროცესებში იურიდიული მომსახურების თანხლება სარგებლობს დიდი პოპულარობით. ჩვენი კომპანია მზად არის გაგიწიოთ პროფესიონალური იურიდიული დახმარება გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების დროს თქვენი ინტერესების დაცვაში, როგორც კრედიტორის, ასევე მოვალის მხარეს. გთავაზობთ, კომპლექსურ მხარდაჭერას გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რაც მოიცავს: - მოვალის ფინანსურ მდგომარეობაზე წინასწარი ანალიზის გატარებას და მოვალესთან მუშაობის სტრატეგიის შერჩევას; - მოვალის გაკოტრებულად ცნობისათვის საჭირო განცხადების მომზადებას და სასამართლოში წარდგენას; - კრედიტორის/მოვალის ინტერესების დაცვას სასამართლოში, ყველა საჭირო პროცედურების თანხლებას და სხვა ამ სფეროში არსებული საკითხების გადაჭრას;
BMB Legal იურისტები დავიცავთ თქვენს ინტერესებს კორპორატიულ დავებში, გაგიწევთ წარმომადგენლობას სასამართლოსა და არბიტრაჟში, დაგეხმარებით დავის მოგვარების ყველაზე ოპტიმალური გზის შერჩევასა და ეფექტური შედეგების მიღწევაში. ჩვენ ვიცით კანონმდებლობის ნორმებისა და სასამართლო პრაქტიკის ერთმანეთთან ეფექტურად შეთავსება, რაც გვაძლევს შესაძლებლობას დაგეხმაროთ გართულებული სიტუაციებიდან ყველაზე საუკეთესო გამოსავლის მონახვაში, რომელთა გადაწყვეტა ვერ ხდება ერთმნიშვნელოვნად და მოითხოვს არასტანდარტულ მიდგომებს.
კომპანია BMB Legal გთავაზობთ იურიდიულ დახმარებას შერწყმისა და შთანთქმის სფეროში. ჩვენი გამოცდილება დაგეხმარებათ წარმატებულად განახორციელოთ თქვენი კორპორაციული მიზნები და მინიმუმამდე დაიყვანოთ ყველა მოსალოდნელი საოპერაციო შეფერხებები და რისკები, რაც თან ახლავს ამ სფეროში არსებულ რთულ გარიგებებს. ჩვენი დახმარებით თქვენ შეძლებთ მოაწესრიგოთ ერთობლივ საწარმოებთან, საწარმოების რეორგანიზაციასთან (შერწყმა/გაერთიანება/გამოყოფა), სატენდერო შეთავაზებებთან, ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით არსებული საწარმოს წილის/აქციების ყიდვა-გაყიდვასთან, რეფინანსირებასთან და M&A-სთან დაკავშირებული სხვა საკითხები.
ყოველდღიური ცხოვრება წარმოუდგენელია სახელშეკრულებო ურთიერთობების გარეშე. ხელშეკრულება ფორმდება მაშინაც, როცა, როგორც წესი, ამაზე წარმოდგენაც არ აქვთ ადამიანებს, მაგალითად, სახელშეკრულებო ურთიერთობაა საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება, ყოველდღიური საჭიროების პროდუქტების შეძენა, მობილური ტელეფონის სერვისებით სარგებლობა, კომუნალური სერვისებით სარგებლობა და ა.შ. ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება წარმოუდგენელია ხელშეკრულებების გარეშე. თუმცა იმ შემთხვევებში, როდესაც დგება არასტანდარტული და რთული შინაარსის ხელშეკრულებების შედგენის საჭიროება, აუცილებელია კვალიფიციური სამართლებრივი დახმარება. ჩვენი გაგიწევთ პროფესიონალურ სერვისს ნებისმიერი სირთულის ხელშეკრულების მომზადების, კორექტირების, სამართლებრივი ანალიზის და გაფორმების დროს.
უძრავი ქონების ბაზარი ეკონომიკური ბრუნვის მნიშვნელოვანი სეგმენტია. მთელი რიგი ბიზნესსაქმიანობები წარმოუდგენელია სათანადო უძრავი ქონების ფლობის გარეშე, ხოლო უძრავი ქონებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გარიგებები წარმოუდგენელია კვალიფიციური სამართლებრივი მხარდაჭერის გარეშე. ნებისმიერი უძრავი ქონების შეძენა ან/და სარგებლობაში მიღება მიზანშეწონილია მხოლოდ უფლების დამდგენი დოკუმენტების საფუძვლიანი შესწავლის და საჯარო რეესტრის მონაცემების საფუძვლიანი გადამოწმების შემდეგ. ჩვენი გუნდი გთავაზობთ კვალიფიციურ და სრულ მომსახურებას საქართველოში უძრავი ქონების შეძენის, გასხვისების, სარგებლობის უფლებით მიღების და გაცემის, იპოთეკით დატვირთვასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტაში.
კომპანია BMB Legal გთავაზობთ იურიდიულ მხარდაჭერას სამშენებლო, საინჟინრო და საინვესტიციო პროექტების განხორციელებაში. ჩვენი მომსახურების სპექტრი მოიცავს მშენებლობის ნებართვის მოსაპოვებლად კანონით დადგენილ ყველა სტადიაზე სამართლებრივ უზრუნველყოფას, სამშენებლო პროექტის შეთანხმებების/დამტკიცების, მშენებარე ფართების გასხვისების, დასრულებული სამშენებლო ობიექტების ექსპლუატაციაში მიღების, სამშენებლო კონტრაქტების, სატენდერო დოკუმენტაციის, დაფინანსების, ლიცენზიების, საჩივრების, დაუსრულებელ მშენებლობასთან დაკავშირებული დავების, გარემოსდაცვითი და სამშენებლო სამართლის სფეროში არსებული ნებისმიერი სხვა საკითხების სამართლებრივ წარმოებას.
სახელმწიფო, როგორც უმსხვილესი მესაკუთრე, საბაზრო ეკონომიკის პირობებში მუდმივად ცდილობს რაც შეიძლება მეტი ქონება გადავიდეს კერძო მესაკუთრეთა ხელში, ვინაიდან სწორედ ამ გზით იქმნება ქვეყანაში ეკონომიკური დოვლათი. ქართულ სინამდვილეში პრივატიზაციის კანონმდებლობა ერთ-ერთ იმ სფეროს მიეკუთვნება, რომელმაც მრავალი ცვლილება განიცადა და დღემდე მუდმივად განიცდის. სახელმწიფოს ხელში არსებული რესურსები ძირთადად აუქციონის და პირდაპირი განკარგვის წესით გადადის კერძო პირთა საკუთრებაში. ხშირად პრივატიზაციის შედეგად ქონება კერძო საკუთრებაში გადადის მნიშნელოვანი საპრივატიზაციო და საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების პირობით. პრივატიზაციის პროცესი ხშირად მოითხოვს თავიდანვე აქტიური მოლაპარაკებების წარმოებას სახელმწიფო უწყებებთან, თითოეული საპრივატიზაციო და საინვესტიციო ვალდებულების დეტალურ განხილვას და განსაზღვრას. ამდენად, მეტად მნიშვნელოვანია პრივატიზაციის პროცესში თავიდანვე უზრუნველყოფილი იყოს კვალიფიციური იურიდიული ჩართულობა, რასაც სრულად უზრუნველვყოფთ BMB Legal-ს იურისტები.
თანამედროვე ცხოვრება წარმოუდგენელია საბანკო კრედიტების და ფინანსური საკითხების ანალიზის გარეშე. საბანკო პროდუქტებით სარგებლობამდე მნიშვნელოვანია ბანკების მიერ შემუშავებული ხელშეკრულებების დეტალური განხილვა და ანალიზი, რათა მაქსიმალურად დაცული იყოს საბანკო პროდუქტით მოსარგებლის ინტერესები. ჩვენი გუნდი მოგცემთ შესაძლებლობას დომინირებული მდგომარეობის მქონე საბანკო დაწესებულებებთან ურთიერთობისას მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული და დაცული თქვენი ინტერესები. გარდა ამისა, BMB Legal-ი თანამშრომლობს საქართველოს წამყვან ფინანსისტებთან, რაც ასევე დაგიზოგავთ დროს და შესაძლებლობას მოგცემთ იურიდიულ სერვისთან ერთად ისარგებლოთ ფინანსური საკითხებთან დაკავშირებული სერვისებით.
BMB Legal იურისტები დავიცავთ თქვენს ინტერესებს საგადასახადო ორგანოების წინაშე. დაგეხმარებით საგადასახადო კანონმდებლობით დაკისრებულ ვალდებულებათა გაანალიზებაში და კონსულტაციებს გაგიწევთ საგადასახადო იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენი იურისტები დაგეხმარებიან საგადასახადო საჩივრის მომზადებაში, ფინანსთა სამინისტროსთან ურთიერთობისას წარმოადგენენ და დაიცავენ თქვენს ინტერესებს, მიიღებენ მონაწილეობას ადმინისტრაციული სამართალწარმოებებში . გარდა ამისა, საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებით დავიცავთ თქვენს ინტერესებს და ვიქნებით თქვენი წარმომადგენლები საქართველოს სასამართლოს ყველა ინსტანციაში.
ლიცენზიები და ნებართვები კანონმდებლობით დაწესებულია ისეთი სახის საქმიანობებისთვის, რომელთა მიმართ საჯარო/სახელმწიფო ზედამხედველობის აუცილებლობა განპირობებულია სახელმწიფო, სოციალური, ეკონომიკური ან/და ფინანსურის მნიშვნელობის ფაქტორებით. ამიტომ, ამგვარ საქმიანობათა წამოწყება სახელმწიფო უწყებებთან შეთანხმების გარეშე დაკავშირებულია მძიმე ადმინისტრაციულ და რიგ შემთხვევებში, სისხლის სამართლის სანქციებთან. სახელმწიფოს მხრიდან ლიცენზირებას და ნებართვებს ექვემდებარება, მაგალითად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობასთან დაკავშირებული საქმიანობა, ფინანსური ხასიათის საწარმოთა საქმიანობები, სადაზღვევო საქმიანობები და ა.შ. ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ სასურველი ლიცენზიის/ნებართვის მოპოვებაში; ჩვენი პროფესიონალიზმი დაგიცავთ იმ რისკებისგან, რომელიც ჩვეულებრივ ახლავს ლიცენზიებსა და ნებართვებს დაქვემდებარებულ საქმიანობებს.
საქართველოს შრომის კოდექსში 2013 წელს განხორციელდა მნიშვნელოვანი ცვლილებები. შრომის კოდექსში აისახა არაერთი საერთაშორისო სტანდარტი და შრომის საერთაშორის ორგანიზაციის რიგი რეკომენდაციები. 2018 წელს კი ამოქმედდა „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი. დაგროვდა მდიდარი სასამართლო პრაქტიკა შრომითი ურთიერთობებთან დაკავშირებით. ამდენად, ყველა იმ იურიდიული პირისთვის, რომელსაც ჰყავს დასაქმებული, ან ფიზიკური პირისთვის, რომელიც წარმოადგენს დასაქმებულს, მნიშვნელოვანია საკუთარი შრომითი უფლებების კვალიფიციური ცოდნა და დაცვა. ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილება შრომით სამართალში თქვენთვის არის საუკეთესო შესაძლებლობა, დაიცვათ თავი შრომით ურთიერთობებში მეორე მხარის არაკეთილსინდისიერი ქცევისგან და განახორციელოთ თქვენი უფლებები და პრივილეგიები თქვენი ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით.
ცალკეულ საჯარო და ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ისეთივე განუყოფელი ნაწილია, როგორც კერძო სამოქალაქო მნიშვნელობის ურთიერთობები ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის. ხშირად, როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს ესაჭიროებათ მრავალრიცხოვან ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში გარკვევა, მათი გასაჩივრება და მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებებში. ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის მრავალწლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით გთავაზობთ ჩვენს სერვისს, რომელიც დაგიზოგავთ დროს და დაგეხმარებათ ადმინისტრაციული კანონმდებლობით თქვენთვის დადგენილი უფლებებით სარგებლობაში.
საქართველოს მოქალაქეობის მოპოვება ან საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღება უკანასკნელი პერიოდის ერთ-ერთ მოთხოვნად იურიდიულ სერვისს განეკუთვნება. საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება დაბადებით ან ნატურალიზაციით. არსებობს ნატურალიზაციის რამოდენიმე სახე. ასევე, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილია საქართველოში ბინადრობის ნებართვის ცალკეული სახეები. სასურველი მიზნის მისაღწევად, საქართველოში ლეგალურად ცხოვრებისა და საქმიანობისთვის მნიშვნელოვანია თავიდანვე კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღება. ჩვენი მაღალკვალიფიციური გუნდი გთავაზობთ მომსახურებას საქართველოს მოქალაქეობის ან ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად; ჩვენი კვალიფიკაცია დაგიზოგავთ დროს და სახსრებს თქვენთვის სასურველი შედეგის მისაღებად.
BMB Legal იურისტები მაღალ პროფესიონალურ დონეზე გავუწევთ იურიდიულ კონსულტაციებს საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა თუ იურიდიულ პირებს, რომლებსაც სურთ ინვესტიციების განხორციელება საქართველოს ტერიტორიაზე. ჩვენი კონსულტაციები და მომსახურება მოიცავს შემდეგ სფეროებს: • საინვესტიციო ბაზრის კვლევას და იურიდიული რისკების ანალიზს; • იურიდიული დოკუმენტაციის მომზადებასა და საქმიანობის ყველა ეტაპზე იურიდიული კონსულტაციების გაწევას; • ინვესტორისთვის უძრავ ქონებასთან, მშენებლობასთან, სამეწარმეო საქმიანობასა თუ საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებით იურიდიული კონსულტაციის გაწევას, მათ წარმომადგენლობას, როგორც საქართველოს მთავრობასთან, ასევე ადგილობრივ ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში, მოლაპარაკებების წარმოებასა და ინვესტორის ინტერესების დაცვას, როგორც სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ასევე საქართველოს სასამართლოს სამივე ინსტანციაში.
BMB Legal იურისტებს გვაქვს მდიდარი გამოცდილება საერთაშორისო ბიზნეს გარიგებების მიმართულებით. თქვენი საჭიროებებიდან გამომდინარე ჩვენ დაგეხმარებით საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შექმნაში, როგორიცაა საერთაშორისო გადაზიდვის ხელშეკრულებები, საერთაშორისო ნასყიდობის ხელშეკრულებები, საერთაშორისო შუამავლობისა და სადისტრიბუციო ხელშეკრულებები, პირდაპირი თუ არაპირდაპირი ინვესტიციები და ა.შ. ჩვენი გუნდის იურისტები დაგეხმარებით საერთაშორისო ვაჭრობის სამართლებრივი ასპექტების გაგებასა და ამ პროცესში თქვენი ინტერესების მაქსიმალურად დაცვაში. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით დავიცავთ თქვენს ინტერესებს საერთაშორისო დავებში და დაგეხმარებით დავის მოგვარების ყველაზე ოპტიმალური გზის შერჩევასა და ეფექტური შედეგების მიღწევაში.
BMB Legal იურისტებს გვაქვს მდიდარი გამოცდილება ინტელექტუალური საკუთრების საკითხებთან დაკავშირებით. ინტელექტუალური საკუთრება მოიცავს საავტორო და სხვა ისეთ უფლებებს, რომლებიც ეხება: • ლიტერატურის, ხელოვნებისა და სამეცნიერო ნაწარმოებებს; • მსახიობ-შემსრულებელთა გამოსვლებს, ფონოგრამებსა და საეთერო მაუწყებლობის პროგრამებს; • გამოგონებებს ადამიანის საქმიანობის ყველა სფეროში; • მეცნიერულ აღმოჩენებს; • სამრეწველო ნიმუშებს; • სასაქონლო ნიშნებს, მომსახურების ნიშნებს, საფირმო სახელწოდებებსა და კომერციულ აღნიშვნებს; • არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აღკვეთას და ყველა სხვა უფლებას, რომლებიც გამომდინარეობს ინტელექტუალური საქმიანობიდან მრეწველობის, მეცნიერების, ლიტერატურის ან ხელოვნების სფეროებში”. თუ თვლით, რომ დაირღვა თქვენი ინტელექტუალური საკუთრების უფლება, იქნება ეს სასაქონლო ნიშანთან, თუ პატენტთან, საავტორო ან/და მომიჯნავე უფლებასთან თუ არაკეთილსინდისიერ კონკურენციასთან დაკავშირებული, ჩვენ დაგეხმარებით დარღვეული უფლებების აღდგენასა და მიღებული ზიანის ანაზღაურებაში. როგორც სახელმწიფოსთან, ასევე ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირთან დავიცავთ თქვენს უფლებებს და საქართველოს სამივე ინსტანციაში ვიქნებით თქვენი წარმომადგენლები.
კომპანია BMB Legal გთავაზობთ მომსახურების სრულ სპექტრს სამემკვიდრეო სამართალურთიერთობიდან გამომდინარე საკითხებზე. ჩვენი დახმარებით თქვენ შეძლებთ გადაჭრათ ისეთი საკითხები, როგორიცაა მემკვიდრეობის მიღება და მასთან დაკავშირებული დოკუმენტების მოძიება/შედგენა; სამემკვიდრეო ქონების მისაღებად წარმომადგენლობა სახელმწიფო ორგანოებში, სასამართლოში და ნოტარიუსთან; ანდერძის გასაჩივრება; მემკვიდრეობის მიღებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი კონფლიქტური სიტუაციების მოგვარება დავის გარეშე ან თქვენი ინტერესების დაცვა სასამართლოში; სამემკვიდრეო ქონებისა და მემკვიდრეების სამართლებრივი უფლებების დაცვა;