• კომპანიის რეგისტრაცია
    საქართველოს ხელსაყრელი მდებარეობა, ბიზნესის კეთების სიმარტივე, თავისუფალი
    ინდუსტრიული ზონების არსებობა, ცალკეული სახეობის იურიდიულ პირთათვის
    საგადასახადო შეღავათების არსებობა (მაგალითად: ვირტუალური ზონის პირებისთვის
    და ა.შ.) მნიშვნელოვნად ზრდის ქვეყნის საინვესტიციო გარემოს და მის პოტენციალს.
    აღნიშნულის გამო კომპანიის რეგისტრაცია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე
    მოთხოვნადი იურიდიული მომსახურებაა. BMB Legal-ი გთავაზობთ კლიენტის
    ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით, უმოკლეს დროში, ნებისმიერი ტიპის
    საწარმოს სადამფუძნებლო დოკუმენტების მომზადებას მაღალკვალიფიციურად და
    კომპანიის სახელმწიფო რეგისტრაციას.
  • საქართველოს მოქალაქეობის მოპოვება ან საქართველოში ბინადრობის ნებართვის
    მიღება უკანასკნელი პერიოდის ერთ-ერთ მოთხოვნად იურიდიულ სერვისს განეკუთვნება.
    საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება დაბადებით ან ნატურალიზაციით. არსებობს
    ნატურალიზაციის რამოდენიმე სახე. ასევე, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილია საქართველოში
    ბინადრობის ნებართვის ცალკეული სახეები. სასურველი მიზნის მისაღწევად,
    საქართველოში ლეგალურად ცხოვრებისა და საქმიანობისთვის მნიშვნელოვანია თავიდანვე კვალიფიციური
    იურიდიული დახმარების მიღება. ჩვენი მაღალკვალიფიციური გუნდი გთავაზობთ
    მომსახურებას საქართველოს მოქალაქეობის ან ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად; ჩვენი კვალიფიკაცია
    დაგიზოგავთ დროს და სახსრებს თქვენთვის სასურველი შედეგის მისაღებად.
  • უძრავი ქონების ბაზარი ეკონომიკური ბრუნვის მნიშვნელოვანი სეგმენტია.
    მთელი რიგი ბიზნესსაქმიანობები წარმოუდგენელია სათანადო
    უძრავი ქონების ფლობის გარეშე, ხოლო უძრავი ქონებასთან დაკავშირებული
    მნიშვნელოვანი გარიგებები წარმოუდგენელია კვალიფიციური სამართლებრივი
    მხარდაჭერის გარეშე. ნებისმიერი უძრავი ქონების შეძენა ან/და სარგებლობაში
    მიღება მიზანშეწონილია მხოლოდ უფლების დამდგენი დოკუმენტების
    საფუძვლიანი შესწავლის და საჯარო რეესტრის მონაცემების საფუძვლიანი გადამოწმების შემდეგ.
    ჩვენი გუნდი გთავაზობთ კვალიფიციურ და სრულ
    მომსახურებას საქართველოში უძრავი ქონების შეძენის, გასხვისების,
    სარგებლობის უფლებით მიღების და გაცემის, იპოთეკით დატვირთვასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტაში.
  • ინვესტიციები
    BMB Legal იურისტები მაღალ პროფესიონალურ დონეზე გავუწევთ იურიდიულ კონსულტაციებს საქართველოსა და უცხო
    ქვეყნის მოქალაქეებსა თუ იურიდიულ პირებს, რომლებსაც სურთ ინვესტიციების განხორციელება საქართველოს ტერიტორიაზე.
    ჩვენი კონსულტაციები და მომსახურება მოიცავს შემდეგ სფეროებს:
    • საინვესტიციო ბაზრის კვლევას და იურიდიული რისკების ანალიზს;
    • იურიდიული დოკუმენტაციის მომზადებასა და საქმიანობის ყველა ეტაპზე იურიდიული კონსულტაციების გაწევას;
    • ინვესტორისთვის უძრავ ქონებასთან, მშენებლობასთან, სამეწარმეო საქმიანობასა თუ საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებით
    იურიდიული კონსულტაციის გაწევას, მათ წარმომადგენლობას, როგორც საქართველოს მთავრობასთან, ასევე ადგილობრივ ფიზიკურ
    და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში, მოლაპარაკებების წარმოებასა და ინვესტორის ინტერესების დაცვას, როგორც სახელშეკრულებო
    ურთიერთობის ფარგლებში, ასევე საქართველოს სასამართლოს სამივე ინსტანციაში.

ჩვენი კომპანია

გთავაზობთ კვალიფიციური იურიდიული მომსახურების ფართო სპექტრს როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირებისთვის. თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, თქვენი საკუთარი წარმატებისთვის გამოიყენოთ და ისარგებლოთ ჩვენი გამოცდილებით.

ჩვენი გუნდი

ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს აქვს მრავალწლიანი იურიდიული პრაქტიკა და გამოცდილება, რომელიც დაგროვდა არამარტო კერძო, არამედ საჯარო უწყებებში საქმიანობით. ჩვენ ვმოქმედებთ დამოუკიდებლობის, ნდობისა და კონფიდენციალურობის პრინციპების განუხრელი დაცვით. ჩვენ ვართ ორიენტირებულები კლიენტთა ინტერესებზე და ვიცავთ მათ კანონით ნებადართული ყველა საშუალებით. ჩვენი საქმიანი და პროფესიული რეპუტაცია ჩვენთვის წარმოადგენს ხელშეუხებელ და უმთავრეს ღირებულებას.

ჩვენი სერვისი

ჩვენი სერვისი მოიცავს ზეპირ და წერილობით კონსულტაციებს, რეკომენდაციებს, დოკუმენტების შედგენას, დამუშავებას და კორექტირებას, ნებისმიერი საკითხის სამართლებრივი მხარის შესწავლას და დასკვნის მომზადებას, სამართლებრივი რისკების დადგენას და შეფასებას, კლიენტის თანხლებას საქმიან ურთიერთობებში, წარმომადგენლობას სასამართლოში, ადმინისტრაციულ ორგანოებში, არბიტრაჟში და მესამე პირებთან ურთიერთობაში.

სერვისები




იურიდიული რისკების ანალიზი და შეფასება

საბაზრო ურთიერთობების განვითარების კვალდაკვალ კანონმდებლობაში განხორცილებული ცვლილებები მოითხოვს დროულ და ოპერატიულ რეაგირებას ნებისმიერი საკითხის სამართლებრივი კუთხით შეფასებისა და გადაჭრის დროს. იმისათვის რომ, სხვადასხვა სფეროში მინიმალური რისკებით ან უსაფრთხოდ განახორციელოთ თქვენი მიზნები, კომპანია BMB Legal გთავაზობთ მომსახურებას ნებისმიერი საკითხის სამართლებრივი რისკების წინასწარ დადგენასთან, მათ შეფასებასთან და დასკვნის მომზადებასთან დაკავშირებით. ჩვენი მომსახურება მოიცავს მოქმედი კანონმდებლობისა და სხვა ნორმატიული აქტების მონიტორინგს, სხვადასხვა ორგანიზაციებისა თუ ფიზიკური პირების საქმიანობის სამართლებრივი საკითხების შესწავლას, დოკუმენტების სამართლებრივ ექსპერტიზას, სხვადასხვა სახის გადაწყვეტილებების მიღებამდე ან/და გარიგებების დადებამდე კომპლექსური იურიდიული ანალიზის გატარებას, შეფასებას და შეფასების შედეგების გათვალისწინებით გარიგებების პერსპექტიულობის პროგნოზირებას. ჩვენი კომპანიის იურისტების მიერ იურიდიული რისკების კვალიფიციური და დროული შეფასება, თქვენი ფინანსური, ქონებრივი და რეპუტაციული ზიანის მინიმიზაციის გარანტიაა.

ბიზნეს დავები /კორპორატიული დავები

BMB Legal იურისტები დავიცავთ თქვენს ინტერესებს კორპორატიულ დავებში, გაგიწევთ წარმომადგენლობას სასამართლოსა და არბიტრაჟში, დაგეხმარებით დავის მოგვარების ყველაზე ოპტიმალური გზის შერჩევასა და ეფექტური შედეგების მიღწევაში. ჩვენ ვიცით კანონმდებლობის ნორმებისა და სასამართლო პრაქტიკის ერთმანეთთან ეფექტურად შეთავსება, რაც გვაძლევს შესაძლებლობას დაგეხმაროთ გართულებული სიტუაციებიდან ყველაზე საუკეთესო გამოსავლის მონახვაში, რომელთა გადაწყვეტა ვერ ხდება ერთმნიშვნელოვნად და მოითხოვს არასტანდარტულ მიდგომებს.