ნათია ბურდული
ნათია ბურდული
დამფუძნებელი პარტნიორი, სამართლის ექსპერტი
MOB: +995 599 33 51 15
burduli.n@bmb.ge
ქალბატონ ნათია ბურდულს აქვს საქართველოს უმსხვილეს კომპანიებში იურისტად მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.
ის სპეციალიზებულია კორპორატიულ და საინვესტიციო სამართალში, კომერციული კონტრაქტების შედგენასა და მოლაპარაკებების წარმართვაში, უძრავ-მოძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვასა და ქირავნობის საკითხებში, საკონსტიტუციო და ადმინისტრაციულ სამართალში. მას აქვს საკანონმდებლო საქმიანობასა და კანონშემოქმედებით პროცესებში მონაწილეობის გამოცდილება.
ქ-ნი ნათია ბურდულის პროფესიული გამოცდილება ასევე მოიცავს გაყიდვების, ქირავნობისა და შეძენასთან დაკავშირებულ მსხვილ ტრანზაქციების მართვასა და სუპერვაიზინგს, კომპანიების ყველა სახის იურიდიული საკითხების მოწესრიგებასა და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას. ნათიას გამოცდილება ასევე მოიცავს სახელმწიფო მაღალი თანამდებობის პირებთან მოლაპარაკებებსა და პრობლემური საკითხების მოგვარებაში მონაწილეობის მიღებას.
ქ-ნი ნათიას პროფესიონალური პრაქტიკა გამყარებულია ძლიერი აკადემიური გამოცდილებით. იგი არის სამართლის მაგისტრი და ფლობს მაგისტრის ხარისხს (LLM) ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლის საერთაშორისო სამართლისა და ტრანსნაციონალური სამართლის სპეციალობით. ასევე არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრი საერთაშორისო სამართლის სპეციალობით.
ქ-ნ ნათიას დამატებით აქვს გავლილი კვალიფიკაციის ასამაღლებელი სხვადასხვა კურსები, როგორიცაა იუსტიციის უმაღლესი სკოლის მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის მოსამზადებელი კურსები, საგადასახადო და საბანკო სამართლის კურსები, საკანონმდებლო და კანონშემოქმედებითი საქმიანობის კურსები. ასევე, ჩაბარებული აქვს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის გამოცდები.
ქ-ნი ბურდული იყო სამართლის ლექტორი თბილისის საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში და წარმოადგენს საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებულ რამდენიმე პუბლიკაციის ავტორს. იგი თავისუფლად ფლობს და მუშაობს ინგლისურ და რუსულ ენებზე.