ჩვენი კომპანია
გთავაზობთ კვალიფიციური იურიდიული მომსახურების ფართო სპექტრს როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირებისთვის. თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, თქვენი საკუთარი წარმატებისთვის გამოიყენოთ და ისარგებლოთ ჩვენი გამოცდილებით.
ჩვენი გუნდი
ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს აქვს მრავალწლიანი იურიდიული პრაქტიკა და გამოცდილება, რომელიც დაგროვდა არამარტო კერძო, არამედ საჯარო უწყებებში საქმიანობით. ჩვენ ვმოქმედებთ დამოუკიდებლობის, ნდობისა და კონფიდენციალურობის პრინციპების განუხრელი დაცვით. ჩვენ ვართ ორიენტირებულები კლიენტთა ინტერესებზე და ვიცავთ მათ კანონით ნებადართული ყველა საშუალებით. ჩვენი საქმიანი და პროფესიული რეპუტაცია ჩვენთვის წარმოადგენს ხელშეუხებელ და უმთავრეს ღირებულებას.
ჩვენი სერვისი
ჩვენი სერვისი მოიცავს ზეპირ და წერილობით კონსულტაციებს, რეკომენდაციებს, დოკუმენტების შედგენას, დამუშავებას და კორექტირებას, ნებისმიერი საკითხის სამართლებრივი მხარის შესწავლას და დასკვნის მომზადებას, სამართლებრივი რისკების დადგენას და შეფასებას, კლიენტის თანხლებას საქმიან ურთიერთობებში, წარმომადგენლობას სასამართლოში, ადმინისტრაციულ ორგანოებში, არბიტრაჟში და მესამე პირებთან ურთიერთობაში.
სერვისები
იურიდიული რისკების ანალიზი და შეფასება
საბაზრო ურთიერთობების განვითარების კვალდაკვალ კანონმდებლობაში განხორცილებული ცვლილებები მოითხოვს დროულ და ოპერატიულ რეაგირებას ნებისმიერი საკითხის სამართლებრივი კუთხით შეფასებისა და გადაჭრის დროს. იმისათვის რომ, სხვადასხვა სფეროში მინიმალური რისკებით ან უსაფრთხოდ განახორციელოთ თქვენი მიზნები, კომპანია BMB Legal გთავაზობთ მომსახურებას ნებისმიერი საკითხის სამართლებრივი რისკების წინასწარ დადგენასთან, მათ შეფასებასთან და დასკვნის მომზადებასთან დაკავშირებით. ჩვენი მომსახურება მოიცავს მოქმედი კანონმდებლობისა და სხვა ნორმატიული აქტების მონიტორინგს, სხვადასხვა ორგანიზაციებისა თუ ფიზიკური პირების საქმიანობის სამართლებრივი საკითხების შესწავლას, დოკუმენტების სამართლებრივ ექსპერტიზას, სხვადასხვა სახის გადაწყვეტილებების მიღებამდე ან/და გარიგებების დადებამდე კომპლექსური იურიდიული ანალიზის გატარებას, შეფასებას და შეფასების შედეგების გათვალისწინებით გარიგებების პერსპექტიულობის პროგნოზირებას.
ჩვენი კომპანიის იურისტების მიერ იურიდიული რისკების კვალიფიციური და დროული შეფასება, თქვენი ფინანსური, ქონებრივი და რეპუტაციული ზიანის მინიმიზაციის გარანტიაა.
ბიზნეს დავები /კორპორატიული დავები
BMB Legal იურისტები დავიცავთ თქვენს ინტერესებს კორპორატიულ დავებში, გაგიწევთ
წარმომადგენლობას სასამართლოსა და არბიტრაჟში, დაგეხმარებით დავის მოგვარების ყველაზე
ოპტიმალური გზის შერჩევასა და ეფექტური შედეგების მიღწევაში.
ჩვენ ვიცით კანონმდებლობის ნორმებისა და სასამართლო პრაქტიკის ერთმანეთთან ეფექტურად
შეთავსება, რაც გვაძლევს შესაძლებლობას დაგეხმაროთ გართულებული სიტუაციებიდან ყველაზე
საუკეთესო გამოსავლის მონახვაში, რომელთა გადაწყვეტა ვერ ხდება ერთმნიშვნელოვნად და
მოითხოვს არასტანდარტულ მიდგომებს.