აუთსორსინგი

BMB LEGAL

აუთსორსინგი

ჩვენი კომპანია გთავაზობთ აუთსორსინგულ იურიდიულ მომსახურებას საქართველოში. აუთსორსინგის უპირატესობა ისაა, რომ ხანგრძლივი იურიდიული მომსახურებით დაინტერესებულ პირებს და იურიდიულ კომპანიებს საშუალება ეძლევათ მაღალანაზღაურებადი კადრის აყვანის ნაცვლად მიიღონ მაღალკვალიფიციური მომსახურება უფრო ნაკლები დანახარჯებით; აუთსორსინგის დროს დაინტერესებულ პირს აღარ უხდება კადრის მოძებნა, მისი აღჭურვა და ტექნიკური უზრუნველყოფა, ზრუნვა მის კვალიფიკაციაზე. იურიდული მომსახურების ტექნიკურ და სრულ პროფესიულ პასუხიმგებლობას იღებს ჩვენი გუნდი. ამასთან, მომსახურება აუთსორსინგით ჩვენ გვიზოგავს დროს, რის ხარჯზეც გვეძლევა საშუალება მაღალკვალიფიციურად მოვემსახუროთ არა ერთ, არამედ რამდენიმე კომპანიას. ყოველივე აღნიშნული თითოეული დაინტერესებული პირისთვის ნიშნავს ნაკლებ დანახარჯებს და იმავდროულად მაქსიმალური შედეგის მიღწევას.