სერვისები

BMB LEGAL
BMB Legal იურისტები მაღალ პროფესიონალურ დონეზე გავუწევთ იურიდიულ კონსულტაციებს საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა თუ იურიდიულ პირებს, რომლებსაც სურთ ინვესტიციების განხორციელება საქართველოს ტერიტორიაზე. ჩვენი კონსულტაციები და მომსახურება მოიცავს შემდეგ სფეროებს:
• საინვესტიციო ბაზრის კვლევას და იურიდიული რისკების ანალიზს;
• იურიდიული დოკუმენტაციის მომზადებასა და საქმიანობის ყველა ეტაპზე იურიდიული კონსულტაციების გაწევას;
• ინვესტორისთვის უძრავ ქონებასთან, მშენებლობასთან, სამეწარმეო საქმიანობასა თუ საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებით იურიდიული კონსულტაციის გაწევას, მათ წარმომადგენლობას, როგორც საქართველოს მთავრობასთან, ასევე ადგილობრივ ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში, მოლაპარაკებების წარმოებასა და ინვესტორის ინტერესების დაცვას, როგორც სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ასევე საქართველოს სასამართლოს სამივე ინსტანციაში.