სერვისები

BMB LEGAL
იურიდიული პირების გადახდისუუნარობა (გაკოტრება) ყოველთვის არის კომპანიის მძიმე ეკონომიკური პრობლემების შედეგი. ნებისმიერი კომპანია შეიძლება აღმოჩნდეს ისეთ მდგომარეობაში, როდესაც ის ვერ უმკლავდება ფინანსურ პრობლემებს და კრიზისული სიტუაციიდან გამოსვლის თითქმის ერთადერთ შესაძლო გზას წარმოადგენს გადახდისუუნარობის (გაკოტრების) წარმოების დაწყება. გადახდისუუნარობა თავის მხრივ უკავშირდება იურიდიულად რთული კომპლექსური ღონისძიებების გატარებას. ამიტომ ამ პროცესებში იურიდიული მომსახურების თანხლება სარგებლობს დიდი პოპულარობით.
ჩვენი კომპანია მზად არის გაგიწიოთ პროფესიონალური იურიდიული დახმარება გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების დროს თქვენი ინტერესების დაცვაში, როგორც კრედიტორის, ასევე მოვალის მხარეს. გთავაზობთ, კომპლექსურ მხარდაჭერას გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რაც მოიცავს:
- მოვალის ფინანსურ მდგომარეობაზე წინასწარი ანალიზის გატარებას და მოვალესთან მუშაობის სტრატეგიის შერჩევას;
- მოვალის გაკოტრებულად ცნობისათვის საჭირო განცხადების მომზადებას და სასამართლოში წარდგენას;
- კრედიტორის/მოვალის ინტერესების დაცვას სასამართლოში, ყველა საჭირო პროცედურების თანხლებას და სხვა ამ სფეროში არსებული საკითხების გადაჭრას;