სერვისები

BMB LEGAL
BMB Legal იურისტებს გვაქვს მდიდარი გამოცდილება ინტელექტუალური საკუთრების საკითხებთან დაკავშირებით. ინტელექტუალური საკუთრება მოიცავს საავტორო და სხვა ისეთ უფლებებს, რომლებიც ეხება:
• ლიტერატურის, ხელოვნებისა და სამეცნიერო ნაწარმოებებს;
• მსახიობ-შემსრულებელთა გამოსვლებს, ფონოგრამებსა და საეთერო მაუწყებლობის პროგრამებს;
• გამოგონებებს ადამიანის საქმიანობის ყველა სფეროში;
• მეცნიერულ აღმოჩენებს;
• სამრეწველო ნიმუშებს;
• სასაქონლო ნიშნებს, მომსახურების ნიშნებს, საფირმო სახელწოდებებსა და კომერციულ აღნიშვნებს;
• არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აღკვეთას და ყველა სხვა უფლებას, რომლებიც გამომდინარეობს ინტელექტუალური საქმიანობიდან მრეწველობის, მეცნიერების, ლიტერატურის ან ხელოვნების სფეროებში”.
თუ თვლით, რომ დაირღვა თქვენი ინტელექტუალური საკუთრების უფლება, იქნება ეს სასაქონლო ნიშანთან, თუ პატენტთან, საავტორო ან/და მომიჯნავე უფლებასთან თუ არაკეთილსინდისიერ კონკურენციასთან დაკავშირებული, ჩვენ დაგეხმარებით დარღვეული უფლებების აღდგენასა და მიღებული ზიანის ანაზღაურებაში. როგორც სახელმწიფოსთან, ასევე ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირთან დავიცავთ თქვენს უფლებებს და საქართველოს სამივე ინსტანციაში ვიქნებით თქვენი წარმომადგენლები.