ჩვენი კომპანია გთავაზობთ მაღალკვალიფიციურ ბუღალტრულ მომსახურებას. თქვენ გექნებათ
შესაძლებლობა მიიღოთ ჩვენი კონსულტაცია ნებისმიერ საბუღალტრო თუ საგადასახადო საკითხთან
დაკავშირებით, ყოველდღიურად აკონტროლოთ თქვენი ფულის მოძრაობა, დებიტორი და კრედიტორი და
რაც მთავარია ყოველთვიურად იცოდეთ თქვენი საქმიანობის ფინანსური შედეგი. დამატებით გთავაზობთ
მესამე და მეოთხე კატეგორიის საწარმოების სავალდებულო ფინანსური ანგარიშგებების ჩაბარების
მომსახურებას. ჩვენ პასუხისმგებლები ვიქნებით გაცემულ რეკომენდაციებსა და დეკლარირებული
გადასახადების ოდენობაზე. ჩვენ მზად ვართ გავხდეთ თქვენი ერთგული პარტნიორი სრული
კონფიდენციალურობის დაცვით.