სერვისები

BMB LEGAL
კომპანია BMB Legal გთავაზობთ იურიდიულ დახმარებას შერწყმისა და შთანთქმის სფეროში. ჩვენი გამოცდილება დაგეხმარებათ წარმატებულად განახორციელოთ თქვენი კორპორაციული მიზნები და მინიმუმამდე დაიყვანოთ ყველა მოსალოდნელი საოპერაციო შეფერხებები და რისკები, რაც თან ახლავს ამ სფეროში არსებულ რთულ გარიგებებს.
ჩვენი დახმარებით თქვენ შეძლებთ მოაწესრიგოთ ერთობლივ საწარმოებთან, საწარმოების რეორგანიზაციასთან (შერწყმა/გაერთიანება/გამოყოფა), სატენდერო შეთავაზებებთან, ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით არსებული საწარმოს წილის/აქციების ყიდვა-გაყიდვასთან, რეფინანსირებასთან და M&A-სთან დაკავშირებული სხვა საკითხები.