სერვისები

BMB LEGAL
სახელმწიფო, როგორც უმსხვილესი მესაკუთრე, საბაზრო ეკონომიკის პირობებში მუდმივად ცდილობს რაც შეიძლება მეტი ქონება გადავიდეს კერძო მესაკუთრეთა ხელში, ვინაიდან სწორედ ამ გზით იქმნება ქვეყანაში ეკონომიკური დოვლათი. ქართულ სინამდვილეში პრივატიზაციის კანონმდებლობა ერთ-ერთ იმ სფეროს მიეკუთვნება, რომელმაც მრავალი ცვლილება განიცადა და დღემდე მუდმივად განიცდის. სახელმწიფოს ხელში არსებული რესურსები ძირთადად აუქციონის და პირდაპირი განკარგვის წესით გადადის კერძო პირთა საკუთრებაში. ხშირად პრივატიზაციის შედეგად ქონება კერძო საკუთრებაში გადადის მნიშნელოვანი საპრივატიზაციო და საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების პირობით. პრივატიზაციის პროცესი ხშირად მოითხოვს თავიდანვე აქტიური მოლაპარაკებების წარმოებას სახელმწიფო უწყებებთან, თითოეული საპრივატიზაციო და საინვესტიციო ვალდებულების დეტალურ განხილვას და განსაზღვრას. ამდენად, მეტად მნიშვნელოვანია პრივატიზაციის პროცესში თავიდანვე უზრუნველყოფილი იყოს კვალიფიციური იურიდიული ჩართულობა, რასაც სრულად უზრუნველვყოფთ BMB Legal-ს იურისტები.